აშშ ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს საბჭოთა კავშირის ყოფილ ბელად იოსებ სტალინზე ნეგატიური რეიტინგი აქვს. გამოკითხვა „დეილი მეილიმ“ მსოფლიოს 37 ქვეყანაში ჩაატარა. რესპოდენტთა საშუალო ასაკი 23 წელს შეადგენდა. პირველი ადგილი რეიტინგში ადოლფ ჰიტლერმა დაიკავა, მეორე პოზიციაზე ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერი ბინ ლადენია, მესამე ადგილს კი ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი იკავებს. ჰუსეინის შემდეგ უარყოფით რეიტინგში ჯორჯ ბუშია, რომელსაც სტალინი ერთი საფეხურით ჩამორჩება.