მილანის ყოფილი მცველი პაოლო მალდინი საფეხბურთო კლუბ მაიამის თანამფლობელი გახდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Football Italia იტყობინება. მალდინის კომპანიონობას ბიზნესმენი რიკარდო სილვიო გაუწევს. კლუბი თამაშს მომავალ წელს ჩრდილოამერიკულ საფეხბურთო ლიგაში დაიწყებს.