მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები მოსკოვში მის ჩასვლას გაგებით შეხვდებიან და მსგავს ნაბიჯს ისინიც გადადგამენ.
რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას, ნოღაიდელის თქმით, საქართველოს გაერთიანების საკითხში მთავარი სიტყვა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს ეკუთვნით.
"პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის ძნელი და სარისკოა, მაგრამ აუცილებლად მივიჩნიე, რომ ლაპარაკი დაგვეწყო მოსკოვში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და რეგიონში მცხოვრებ ოსებსა და აფხაზებსაც აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ. მართალია, სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამის დროც მოვა. საქართველოს გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს აფხაზებთან და ოსებთან და არა რუსეთთან. მოსკოვი არაფერს დაგვითმობს და დაგვიბრუნებს, მაგრამ თუ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, დიდია ალბათობა, რომ რუსეთი მას ხელს არ შეუშლის", _ აცხადებს ნოღაიდელი.