კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პიესების კონკურსს აცხადებს. აღნიშულთან დაკავშირებით, 23 აპრილს, 12:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, მწერალი ლაშა ბუღაძე და მარჯანიშვილის თეატრის მმართველი ეკატერინე მაზმიშვილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მარჯანიშვილის თეატრიდან აცნობეს, თეატრი პიესების კონკურსს აცხადებს. წლევანდელი კონკურსის თემაა - "ანტიკური თემის (ლიტერატურის) ადაპტაცია - რეცეპცია".
აღსანიშნავია, რომ კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და თეატრის ხელმძღვანელობა ყველ წელს ახლა საკონკურსო თემას გამოაცხადებს.
გამარჯვებული პიესა კი 3000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო პიესა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგმება.
კონკურსი მონაწილეები ვალდებულები არიან პიესა სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნას და ის გამოყენებული და დადგმული არ უნდა იყოს.
საკონკურსო პიესების ჩაბარება არა უგვიანეს 10 სექტმბრისა უნდა მოხდეს. გამარჯვებულის ვინაობა კი თბილის საერთაშორისო ფესტივალზე (26 სექტემბერი-10 ოქტომბერი) გამოცხადდება.