23 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის თოჯინების მუზეუმი შირლის დაბადების დღეს აღნიშნავს. მუზეუმის ბინადარი თოჯინა შირლი 1930-იანი წლების ამერიკელი კინოვარსკვლავის შირლი ტემპლის პროტოტიპია. მუზეუმმა თოჯინის დაბადების დღედ ცნობილი კინოვარსკვლავისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე შეარჩია.
დაბადების დღეზე მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ ფოტოგამოფენას, რომელიც მიეძღვნება შირლი ტემპლის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ნაჩვენები იქნება ფილმი მის შესახებ. გარდა ამისა, სტუმრებისთვის მომზადებულია სიურპრიზი.
თბილისის თოჯინების მუზეუმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში აღმოჩენილი დამხარებისა და თანადგომისათვის.
ღონისძიების სპონსორები არიან კომპანია "ტკბილი ქვეყანა"; კომპანია შუმი; კომპანია ბაგრატიონი 1882; კომპანია "შხეფი".