ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ თბილისის მერის პოსტზე კანდიდატურის დაყენება უგემოვნო ხუმრობა იყო.
"გიორგი გაჩეჩილაძის მიერ თბილისის მერის კანდიდატად თავის დასახელება უგემოვნო ხუმრობა. მისი, როგორც პოლიტიკურ ჭრილში სერიოზულად შეფასება შეუძლებელია. იგი ამ ყველაფერს იმავე სტილში აკეთებს, როგორც გასული წლის 26 მაისს, სტადიონზე მოაწყო კლოუნადა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული თბილისის მერის არჩევნებში კენჭი "უცნობმა" იყაროს. აღნიშნულს მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ოფისში არ გამორიცხავენ.