PSP-მ ყველაზე დაბალი ფასები აქციის ფარგლებში სამშაბათსა და პარასკევს კიდევ ერთი დღე - ოთხშაბათი დაამატა. შესაბამისად, მომხმარებელს PSP-ს ყველაზე დაბალი აქციით სარგებლობა უკვე კვირაში სამჯერ შეუძლია.
„მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა PSP-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთი დღე დავამატეთ და უკვე ოთხშაბათსაც შეეძლება ჩვენს მომხმარებელს PSP-ს ყველაზე დაბალი ფასების აქციით მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს. PSP-ს ორასზე მეტ აფთიაქში კვირაში სამჯერ ჩვენს მომხმარებელს უკვე საშუალება აქვს ასეულობით დასახელების მედიკამენტზე საქართველოში ყველაზე დაბალი ფასი მიიღოს,“ - აცხადებენ PSP-ში.
ყველაზე დაბალი ფასების აქცია გავრცელდება PSP-ს მობილური აპლიკაციითა თუ ონლაინ აფთიაქით პროდუქტის შეძენის შემთხვევაშიც.
ამას გარდა PSP-ში ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე ფრანგული კოსმეტიკის დღეები მიმდინარეობს და მომხმარებელს პრემიუმ ფრანგული კოსმეტიკის პროდუქტები 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლია მიიღოს.