ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა აშშ-ს მთავრობა, 2011 წელს ,,ალ-ქაიდას” ლიდერის ბინ ლადენის სიკვდილის გარემოებების დამახინჯებაში დაადანაშულა.
ჰერშის ვერსიით, ბინ ლადენი პაკისტანში კი არ იმალებოდა, როგორც აშშ-ს მთავრობის ოფიციალურ მონაცემებშია მითითებული, არამედ ადგილობრივი უწყებათაშორისი დაზვერვის (ISI) ტყვეობაში იმყოფებოდა, რომელიც მას ,,ალ-ქაიდას” ძალებზე ზეწოლის ბერკეტად იყენებდა.
ჟურნალისტის მტიკიცებით, ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ამერიკის ხელისუფლებას პაკისტანის დაზვერვის თანამშრომელმა აცნობა, რომელმაც, ამ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 25 მილიონი დოლარი მიიღო.
ჰერში წერს, რომ ,,ალ-ქაიდას” ლიდერი ისლამური ტრადიციების მიხედვით კი არ დაუკრძალავთ, არამდე, მისი ცხედარი გინდუკუშის მთებში ვერტმფრენიდან გადმოაგდეს.
მას ტყვიები თავში ჰქონდა მოხვედრილი.
ჟურნალისტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ანონიმი წყაროსგან ბინ ლადენის მკვლელობის დეტალები გაარკვია, კონსულტაციებისთვის აშშ-ს სპეცოპერაციების სამეთაურო შტაბის ორ წარმომადგენელს და საქმეში ჩახედულ პაკისტანელ ინფორმატორებს მიმართა.
სეიმურ ჰერში ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით, კერძოდ, სონგმის სამხედრო დანაშაულზე დაწერილი სტატიით, სადაც მან 1969 წელს ამერიკელი სამხედროების მიერ სონგმის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დახოცვის ამბები გამოიძია.
ამ სტატიის გამო ჰერშმა პულიტცერის პრემია მიიღო.
რაც შეეხება ,,ალ-ქაიდას” ლიდერს, აშშ-ს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციით, ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს, რომლის შემდეგაც მისი ცხედარი არაბეთის ზღვას მიაბარეს.