საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პოლონეთში 24 მაისს გაიმართება. ეგზიტპოლის მონაცემებით, პირველმა ტურმა არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა. მოქმედ პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის ხმა ამომრჩეველთა 33,1 პროცენტმა მისცა, ოპოზიციის ლიდერმა ანჯეი დუდუმ კი ელექტორატის ხმების 34,5 პროცენტი მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ 48 პროცენტი შეადგინა.