ინდოეთში, ქაშმირის რეგიონში, სამგზავრო ავტობუსი ღრმა ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, 25 კი - მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების” რუსული ოფისი ავრცელებს.
ქაშმირის პოლიციის ინსპექტორის, დანიშ რანას თქმით, ავტობუსის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭეზე კონტროლი დაკარგა, რამაც ტრაგედია გამოიწვია.