საუდის არაბეთი იემენის საზღვართან სამხედრო ძალების კონცენტრაციას ახდენს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Al-Hadath იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო აქტივობა ხუსიტი ამბოხებულების მიერ ნაჯრანის დასახლებაზე განხორციელებულ იერიშს უკავშირდება. დაბომბვის შედეგად პაკისტანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის მონარქმაც. მეფე სალმანის თქმით, ის იემენელ ხალხს სექტანტური დაჯგუფებებისგან იხსნის.