მასობრივი არეულობები რუსულ კოლონიაში. ბაშკირეთის მე-2 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. შეტაკებების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ვითარების სტაბილიზება ციხეში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.