,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის არანაირი კონკრეტული ხედვა არ აქვს და არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა,მთავრობის შემადგენლობას ვინც მხარს დაუჭერს, უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას აიღებს.
,,კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს, რომლის განხორციელებაც ეკონომიკას გაამყარებს. მოსახლეობა ყოველდღიურად ღატაკდება და მათ მთავრობა რაიმე ელემენტარულ გარანტიას არ აძლევს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ბუნებრივია, ეს ამ ხელისუფლების მიმართ უიმედობას უფრო მეტად ამყარებს. მთავრობას ვინც მხარს დაუჭერს, ის იმ უმექმედობაზე პასუხსიმგებლობას აიღებს, რომელიც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა“, - განაცხადა ალასანიამ.
"ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის",- ამ პროგრამით მინისტრთა კაბინეტი საკომიტეტო მოსმენებსა თუ ფრაქციების სხდომებზე წარსდგა. ნდობის ხელახლა გამოცხადებამდე, მათ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა და მიმდინარე პროექტები გააცნეს. განაცლებულ მთავრობას პარლამენტმა დღეს ნდობა, რიგგარეშე სხდომაზე უნდა გამოუცხადოს.