დღეს ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მარიუს კალიგარისმა, რომელიც მისიას უახლოეს დღეებში დაასრულებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, ნინო კალანდაძესთან და ალექსანდრე ნალბანდოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ისაუბრეს მათი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.
ქართულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ავსტრიის ელჩის საქმიანობა და მადლობა გადაუხადა მას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.