თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე არასრულწლოვანი ბიჭი მე-6 სართულიდან გადმოხტა.
შედეგად 16 წლის ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.