"ევროვიზიაზე" ხმის მიცემის წესები იცვლება. როგორც "ევროვიზიის" საიტი იუწყება, 2010 წლის ნახევარფინალისა და ფინალის დროს, რომელიც მომავალი წლის მაისში ოსლოში გაიმართება, მაყურებლებს შესაძლებლობა მიეცემათ კონკურსანტებს ხმები შოუს დასაწყისიდან მისცენ და არა ბოლო 15 წუთის განმავლობაში, როგორც ეს აქამდე იყო.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ხმის მიცემა შოუს მსვლელობისას აბსოლუტურად ლოგიკურია, ვიდრე მისი დასრულების შემდეგ.
ამავე დროს, მათი განცხადებით აღნიშნული პროცესი ბევრად განტვირთავს სატელეფონო კავშირს.
ახლახან ევროვიზიის წესებში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც აზერბაიჯანში მომხდარ სკანდალს უკავშირდება. აზერბაიჯანის სპესამსახურებისთვის ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობა, რომლებმაც კონკურისში მონაწილე სომეხ მომღერალს მისცეს ხმა. ზოგიერთი მათგანი ამის გამო სპესამსახურებში დაიბარეს.
ამ ფაქტის შემდეგ გადაწყდა, რომ პასუხისმგებლობა ინფორმაციის გაცმასთან დაკავშირებით დაეკისრება ტელეკომპანიას, რომლებიც მოახდენენ კონკურსის ტრანსლირებას. ადრე ეს პასუხისმგებლობა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ეკისრებოდათ.