ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩო აღმოუჩენს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ინდოეთში საქართველოს საელჩოს ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე (+91 11) 49496000; (+91) 9560093233; (+91) 9560791004.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნეპალში ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ნიუ დელი) უკვე მეოთხე დღეა იმყოფება კატმანდუში და ადგილზე ეცნობა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას. ელჩი შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს, მან ასევე გამართა შეხვედრები ნეპალის გაეროს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისროში.
ამასთან ელჩის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი 12 კაციანი ტურისტული ჯგუფი ნეპალის ქალაქ პოხარადან დედაქალაქ კატმანდუში გუშინ გვიან საღამოს ჩავიდნენ და ისინი Air Arabia-ს რეისით სამშობლოში გამოფრინდებიან.
თავად ელჩი ნეპალიდან ინდოეთში ხვალ დაბრუნდება.