რამზან კადიროვი მზადაა ნემცოვის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს. ამის შესახებ მან "გოვორიტ მოსკვა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენებას სიამოვნებით მივცემ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, თუ ამას გარდაცვლილის შვილები მოითხოვენ. თუ დამტკიცდება, რომ ბორის ნემცოვი ზაურ დადაევმა მოკლა, დაისაჯოს ის კანონის სრული სიმკაცრით. თუ ადამიანი ასეთ დანაშაულს სჩადის, მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. რაც შეეხება მოკლული პოლიტიკოსის ოჯახის ადვოკატთა ბრალდებებს ჩემს მიმართ, რატომღაც ერთ უცნაურობას აქვს ადგილი. როდესაც ნემცოვსა თუ მეხუთე კოლონის სხვა წევრებს "მიადგებიან," მაშინვე მე გამიხსნენებენ ხოლმე. ვერ ვხვდები, რატომ,"-აღნიშნა კადიროვმა.