ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ვიზიტის ჩაშლის მიზეზი უცნობია. ჯერ კიდევ გასულ კვირას ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა, რომნ კიმ ჩენ ინი მოსკოვში ფაშიზმის დამარცხების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებოდა.