მსოფლიოში ყველაზე რთულ მდგომარეობაში უკრაინის ეკონომიკაა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტი" იტყობინება. ბოლო სტატისტიკით, უკრაინის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გასულ წელს 6,5 პროცენტით შემცირდა. მეორე ადგილზე ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლის კლებით ლიბიაა (6,4%), მესამე პოზიციას კი 6 პროცენტით მაკაო იკავებს. უარყოფითი მაჩვენებლით რუსეთი მეხუთე პოზიციაზეა.