დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
ადვოკატები თბილისის ყოფილი მერის უკანონო პატიმრობას ასაჩივრებენ და აცხადებენ რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე ამოეწურა და მისი საპატიმროში დატოვებით კონსტიტუცია ირღვევა.
,დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა ჩვენი სარჩელი გიგი უგულავას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით”, _განაცხადა ჟურნალისტებთან დაცვის მხარის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ.
დღესვე საქალაქო სასამართლოში უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმის განხილვა გაგრძელდება.