რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა".
"საუბრის დროს შედგა მოსაზრებების გაცვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დღეს არსებული რთული სიტუაციის შესახებ. ასევე განხილულ იქნა ამიერკავკასიის რეგიონის პრობლემები", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.