რუსული ენერგოგიგანტის, გაზპრომის შემოსავლები კატასტროფულად შემცირდა. ამის შესახებ ჰოლდინგის ხელმძღვანელობა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელთან შედარებით გასულ წელს კომპანიის შემოსავლებმა 159 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 86 პროცენტით ნაკლებია.