მემარჯვენე სექტორის მებრძოლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებას გეგმავენ. მათი მტკიცებით, ხელისუფლება ორგანიზაციის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, მემარჯვენე სექტორის ბაზა გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმმა ალყაში მოიქცია და მათი განიარაღება სცადა, რაც ოფიციალურად არ დასტურდება.