ნიგერიის სახელიწუფლო ძალებმა სამბისის ტყეში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. ტყის მასივში სამხედროებმა 200-მდე გოგონას და 93 ქალს მიაკვლიეს, რომლებიც ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მებრძოლებმა გასულ წელს ქალაქ ჩიბოკიდან გაიტაცეს და ამ დრომდე მონობაში ჰყავდათ. ჯიჰადისტებმა თავშესაფარში დიდი რაოდენობით იარაღი დატოვეს და თავს გაქცევით უშველეს.