რუსეთში პოროშენკოს ბიზნესს ავიწროვებენ. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ლიპეცკის საკონდიტრო ფაბრიკა „როშენის“ ქონება დააყადარა. გენერალური პროკურატურა საწარმოს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს, რის გამოც „როშენმა“ სახელმწიფოს 180 მილიონი რუბლის ზარალი მიაყენა. საგამოძიებო კომიტეტმა „როშენის“ ფაბრიკაში ჩხრეკა 1 აპრილს ჩაატარა.