კალიფორნიის პოლიცია უკრაინელი კოლეგებისთვის მომზადების სპეციალურ კურსს ჩაატარებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში უახლოეს ხანებში ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფი ჩავა. ისინი უკრაინაში ერთ თვეს დაჰყოფენ.