შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსს ვერ მიიღებს. თეირანთან დადებული ხელშეკრულების წინააღმდეგ ხმა 57-მა სენატორმა მისცა, რაც დოკუმენტის რატიფიცირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბირთვული პროგრამის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას საერთაშორისო ექვსეულმა ერთი თვის წინ მიაღწია. ხელშეკრულების დეტალებზე თეირანთან მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.