აშშ თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს მოსკოვის ბრალდებას, თითქოსდა დონბასში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან. საგანგებო განცხადება პენტაგონის პრეს-მდივანმა ეილინ ლაინეზმა გააკეთა. "მოსკოვის განცხადებები სასაცილოა და მიზნად საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს. ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში არ არიან. რუსეთი კი სეპარატისტებს ლეტალური იარაღით ამარაგებს, წვრთნის, მეთაურობს და აკონტროლებს,"-აღნიშნა ლაინეზმა.