ყირგიზეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ნაცვლად 9 მაისისა, 7 მაისს გადმოიტანეს. ამის მიზეზი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გახდა, რომელიც 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. მის გარეშე კი ბიშკეკში აღლუმის ჩატარება შეუძლებელი გახდება. სამხედრო აღლუმი ალა-ტოოს ცენტრალურ მოედანზე 7 მაისს გაიმართება.