პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში, იუსტიციის მინისტრი აფრო-ამერიკელი ქალბატონი გახდა. ლოტერი ლინჩი სენატმა პოსტზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. სენატის გადაწყვეტილებას მიესალმება თეთრი სახლის ლიდერი. ბარაქ ობამას თქმით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ლინჩის დანიშვნა ქვეყანაში სოციალურ-ეთნიკურ თანასწორობას შეუწყობს ხელს.