უკრაინელმა მაღაროელებმა უმაღლეს რადასთან გადაინაცვლეს. პარლამენტის შენობასთან აქციის 300-მდე მონაწილეა შეკრებილი. მომიტინგეები ხელფასების გაზრდას და ქვანახშირის სექტორის რეფორმირებას, ასევე, ენერგეტიკის მინისტრის, ვლადიმერ დემჩიშინის გადაყენებას მოითხოვენ.