იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ამის შესახებ საერთაშორისო წითელი ჯვარი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ სანს უკვე მე-9 დღეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება, სასმელი წყლის მიწოდება კი შეფერხებულულია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი ქალაქ ადენში, სადაც ათობით ცხედარი პირდაპირ ქუჩებში ყრია. მწვავედ დგას სამედიცინო მომსახურების საკითხიც. მედიკამენტების უკმარისობის გამო საავადმყოფოებში პაციენტები იღუპებიან. არაბულმა კოალიციამ იემენში სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. შეტაკებებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში 850-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.