რუსეთში საქართველოდან იმპორტირებულ 22 ტონა დაფნის ფოთოლში მავნებელი აღმოაჩინეს. ”როსსელხოზნადზორის” ინსპექტორებმა საქართველოდან ჩატანილ დაფნის პარტიაში მავნებელი დააფიქსირეს.
sarbc.ru -ს ინფორმაციით, მდედრი მავნებელი - თუთის ფარიანა მცენარის ტოტებზე და ღეროებზე იბუდებს, აშრობს მას და ანადგურებს მცენარეს. თუმცა რუსული მედიის ინფორმაციითვე, დაფნაზე აღმოჩენილი მავნებელი სიცოცხლისუუნარი ოყო და ამიტომ პარტია რეალიზაციაში მაინც გაუშვეს.