იაპონიაში მატარებელმა სიჩქარეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იაპონიაში მატარებელმა ტესტირებისას 603 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, რაც უცხოური მედიის ინფორმაციით მსოფლიო რეკორდია.
რეკორდის დამყარება და შესაბამისად სატესტო მატარებლის გაშვება იამანასის პრეფექტურაში, ფუდზის მთების ახლოს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მატარებლის სიჩქარის მხრივ წინა რეკორდიც იაპონიას ეკუთვნის, როდესაც 16 აპრილს მატარებელმა საათში 590 კმ-ს დაფარვა შეძლო.