ესპანეთის ქალაქ ბერნიდომში 47 სართულიანი ცათამბჯენი ააშენეს. თუმცა ცათამბჯენი იმითაა გამორჩეულია, რომ მას ლიფტი არ აქვს. როგორც პორტალი ProfiDom იუწყება მშენებლობის დროს მოხდა გარკვეული შეცდომების დაშვება და ამიტომაც ცათამბჯენის მაცხოვრებლების უმეტესობას სახლში ასვლა მხოლოდ კიბით მოუწევს, შენობაში რადგანაც ლიფტი არ არის. შესაბამისად, 47 სართულზე ასვლა მხოლოდ კიბის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის განხორციელებისას საკმაოდ ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობა იყო, თუნსაც მის ფინანსურ მხარესთრან დაკავშირებით. იმის გამო, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი პერიოდში დაფინანსებაზე Caixa Galicia-თან პრობლემები წარმოიქმნა, პროექტის დაფინანსება ბანკმა Sareb-მა ითავა.
ცათამბჯენის მშენებლობის პერიოდში, 2011 წელს, მოხდა ინციდენტიც და საერთო ჯამში 13 მუშა დაშავდა. შემდგომ მუშებმა უარი განაცხადეს სამუშაოზე გასვლაზე და შენობის აგებაზე, რისი მიზეზიც ხელფასების დაგვიანება იყო.
აღსანიშნავია, რომ სახლის ჩაბარება 2009 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა ის დღემდე ფაქტობრივად დაუსრულებელია, რადგანაც სამუშაოების მხოლოდ 94 %-ი ითვლება დასრულებულად.
ამ დროისათვის სახლში გაყიდულია ბინების 35 %-ი. სახლი, რომელიც ევროკავშირში ყველაზე მაღალი უნდა ყოფილიყო, საერთო ჯამში კრიზისის სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ შენობა 20 სართულიანი იქნებოდა, თუმცა შემდგომ პროექტი 47 სართულამდე გაიზარდა. ცათამბჯენი სულ 269 ბინას მოიცავს. ანუ რეალურად, როდესაც პროექტი 20 სართულიან შენობაზე იყო გათვლილი ლიფტი გათვალისწინებული იყო, თუმცა როგორც ჩანს შემდგომ ლიფტი მშენებლებს ”გამორჩათ”. აღნიშნული ინციდენტის გამო დაითხოვეს პროექტის ზედამხედველები და არქიტექტორები, თუმცა საბოლო ჯამში რა ბედი ელის პროექტს და როგორ მოხდება შენობის ლიფტით აღჭურვა არ კონკრეტდება.