კუბის ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს სპიკერმა ვალენტინ მატვიენკომ განაცხადა. მისივე თქმით, კასტრო წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრება და შეხვედრებს ქვეყნის უმაღლეს პირებთან გამართავს.