ევროკავშირმა რუსეთი აგრესორ ქვეყნად უნდა აღიაროს. ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იოზას ოლეკასმა განაცხადა. "უკრაინა დღეს არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, არამედ მთავარი ევროპული პრინციპებისთვის იბრძვის. ამიტომ, უკრაინას ერთიანმა ევროპამ მხარი მაქსიმალურად უნდა დაუჭიროს და რუსეთი აგრესორ ქვეყნად უნდა გამოაცხადოს,"-აღნიშნა ოლეკასმა.