ტელეკომპანია "როსია 1" პუტინის მმართველობის 15 წლიან ეპოქაზე ახალ ფილმს აჩვენებს. დოკუმენტური სურათი "პრეზიდენტი" ეთერში 26 აპრილს გავა. ფილმი მთლიანად კრემლის ლიდერთან ინტერვიუზეა აგებული, რომელიც პუტინს ცნობილმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიევმა ჩამოართვა. პუტინის შესახებ გადაღებულ ფილმს "როსია 1" უკვე მეორედ აჩვენებს. 15 მარტს ტელეკომპანიის ეთერით რუსეთის პრეზიდენტზე გადაღებული პირველი ეპიზოდი "ყირიმი" გავიდა.