მორიგი ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ რაფაჰში, ღაზას სექტორის საზღვართან ამოქმედდა. ტერაქტს 3 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ "სინაის პროვინციამ" აიღო, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" გასული წლის ნოემბერში შეუერთდა.