რუსეთის ელჩი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის მიზეზი შპიცბერგენში ვიცე-პრემიერ დიმიტრი რაგოზინის ვიზიტი გახდა, რომელზეც ევროკავშირის სავიზო სანქციები ვრცელდება. "ნოევეგია ევროკავშირის სანქციებს ჯერ კიდევ მარტში შეუერთდა, ბატონი რაგოზინი კი იმ პირებს შორისაა, რომლებზეც ყირიმის ანექსიაში უშუალო მონაწილეობის გამო ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამიტომ, ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ის შპიცბერგენში სანქციების მიუხედავად მაინც მოხვდა,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში. შპიცბერგენის არქიპელაგი ნორვეგიის კონტროლქვეშ იმყოფება, თუმცა განსაკუთრებული საერთაშორისო სტატუსი აქვს. რუსეთის მოქალაქეები არქიპელაგზე უვიზოდ გადაადგილდებიან.