9 მაისს მოსკოვში ისრაელს ელჩი დორიტ გოლენდერი წარმოადგენს. ამის შესახებ გაზეთი Haaretz იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ისრაელიდან მაღალი რანგის დელეგაცია არ დაესწრება. ამის მიზეზი პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ირანი რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მიიღებს.