მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. ბუინაკის დასახლებაში პოლიციამ ალყაში ამბოხებულთა დაჯგუფება მოიქცია. ამბოხებულები ერთ-ერთ შენობაში გამაგრდნენ და სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც შენობაზე შტურმი განხორციელდა. დაღუპულთა შორის შესაძლოა დოკუ უმაროვის მემკვიდრე, "კავკასიის ემირატის" ლიდერი ალიასჰაბ კებეკოვიც იყოს, რომელზეც რუსეთმა ძებნა 2012 წელს გამოაცხადა.