ჯიჰადისტების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით 30 ეთიოპიელი ქრისტიანი დასაჯეს, მოგვიანებით კი მათი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელეს. შემზარავი აქტი სავადაუდოდ ლიბიურმა დაჯგუფება ალ-ფურკანმა განახორციელა, დაღუპულთა უმრავლესობა კი ლიბიის პროვინციების, ბარკას და ფაზანის მცხოვრები ქრისტიანები არიან.