საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტო დელეგაცია კიევში მაღალი რანგის შეხვედრებისთვის ემზადება. დაგეგმილია უსუფაშვილისა და მისი უკრაინელი კოლეგის შეხვედრა. მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკანონმდებლო ნაწილსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. 21 აპრილს, საპარლამენტო დელეგაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი უმასპინძლებს. მხრეები ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.