სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ ნაკანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. როგორც ნაკანის ადვოკატი კახა შონია, ,,რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მარცხენა ხელზე, ბრიტვით გამოყენებით მიიყენა დაახლოებით 14 ჭრილობა.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.
კახაბერ ნაკანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 თებერვალს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კახაბერ ნაკანი, 7 სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს.