კუბა შესაძლოა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღონ. შესაბამისი ინიციატივით პრეზიდენტ ობამას სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმართა. კერის უწყების წარმომამადგენლის, ბენ კარდინის განცხადებით, სანქციების გაუქმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ კუბას სანქციებს მოუხსნიან, ვაშინგტონსა და ჰავანაში დიპლომატიური მისიები ამუშავდება.