რუსეთის პირველმა ლიბერალმა ფიზიკური მომზადების ნორმები ვერ ჩააბარა, თუმცა ამით არ განაწყენებულა. "მთავარია მაგალითი სხვებს მივცეთ,"-განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მას შემდეგ, რაც ძალები რამდენიმე ნორმატივში მოსინჯა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვერც აჭიმი და ვერც პრესის ვარჯიში ვერ გააკეთა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთი ფრენბურთი წაითამაშა და სპორტული დარბაზი დატოვა. 25 აპრილს ჟირინოვსკის 69 წელი უსრულდება.