უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესაში დივერსიული დაჯგუფების 27 წევრი დააკავეს.
ამის თაობაზე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკზე” უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პრეს-სამსახურის უფროსი სვიატოსლავ ცეგოლკო წერს.
,,უშიშროების სამსახურმა ოდესაში საშიში დივერსიული დაჯგუფების 27 წევრი დააკავა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის თევმჯდომარემ ვალენტინ ნალივაიჩენკომ პრეზიდენტს ახლახანს მოახსენა.
დივერსანტებისგან ამოღებულია ყუმბარმტყორცნები და ინფრასტრუქტურული ობიექტების, ძირითადად, პორტების სქემები.
ორი მათგანი ოდესის საკრებულოს დეპუტატებზე თავადსხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.” - აღნიშნავს ცეგოლკო.