დღეს, 19 აპრილს, "ალიანსი საქართველოსთვის" საკრებულოს მაჟორიტარობის ორ კანდიდატს წარადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსიდან" აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში კენჭს "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე, ზემო ფონიჭალის საარჩევნო ოლქში კი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი სოფო ხორგუანი იყრიან.
რაიონების მოსახლეობას კანდიდატებს "ალიანსის" ლიდერები, შესაბამისად, 13:00 საათზე და 15:00 საათზე წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსმა" საკრებულოს მაჟორიტატორიბის კანდიდატები უკვე რამდენიმე საარჩევნო ოლქში დაასახელა, მათ შორის დიღმის ოლქში კენჭს მანანა ნაჭყებია, ვაკეში - მამუკა კაციტაძე, საბურთალოზე - დავით საგანელიძე, ისანში ფიქრია ჩიხრაძე, მუხიანში კი გიორგი მოსიძე იყრიან.